გოგი წულაია - სასწრაფომ ავადმყოფი თავის მძიმე დაზიანებით აქეთ-იქეთ ატარა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანიების დაქევემდებარებისგან გაათავისუფლოს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ჯანდაცვის სფეროში მონოპოლიაა, რაც უარყოფითად აისახება როგორც საავადმყოფოებზე, ასევე ავადმყოფებზე.
"სასწრაფოები
ავადმყოფების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ისინი დაინტერესებული არიან, ავადმყოფები თავიანთ
საავადმყოფოში მიიყვანონ.
გუშინ,ინტერვენციულში მიუხედავად იმისა, რომ ადგილი არ იყო ავადმყოფი სასწრაფომ მაინც მიიყვანა. თუმცა ადგილის უქონლობის გამო, ეს
ადამიანი გადაყვანილი იქნა ავტოქარხნის საავადმყოში. ანუ, ავადმყოფი თავის მძიმე
დაზიანებით სასწრაფომ აქეთ-იქეთ ატარა. ეს დანაშაულია და ამას ბოლო უნდა მოეღოს,"
- ამბობს წულაია.
წულაიას
თქმითვე, ჯანდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმები ჯანდაცვის სამინისტრომ დროულად
უნდა დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ სფეროში სიტუაცია კიდევ უფრო
გართულდება.
ავტორი: ანა ჯანაშია