ქუთაისში მომავალი წლიდან მერის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი შეიცვლება
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, მომავალი წლიდან მერის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი შეიცვლება. აღნიშნულის შესახებ მან newpress.ge–ის გადაცემა "აქცენტში" განაცხადა.
"არის სარეზერვო ფონდი, რომლიდანაც მე შემიძლია თანხები გავცე. ეს შეიძლება ჩემთვის მეტი კომფორტი იყოს. მაგრამ მე არ მინდა ეს კომფორტი", – განაცხადა გადაცემა "აქცენტში" შოთა მურღულიამ. მისი თქმით, სარეზერვო ფონდის განკარგვა უნდა მოხდეს პროგრამაულად, რომელსაც ქალაქის არა პირველი პირველი, არამედ რამდენიმე კაციანი კომისია განკარგავს.
შოთა მურღულია ამბობს, რომ სარეზერვო ფონდი სტიქიური განსაკუთრებული სასწრაფო შემთხვევების დასაფინასებლად შეიქმნა."და არა ცალსახად, 1000 ლარაინი და 2000 ლარიანი დახმარების გასაცემად", – აღნიშნა მურღულიამ.
ავტორი: თეკლა მორგოშია