|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის სოფლის მცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

თერჯოლის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ ნაგარევში მცხოვრები მოსახლება, აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრება.

აღნიშნულის შესახებ, ნაგარევში მცხოვრებლებმა newpress.ge - ის განუცხადეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი პროტესტის მიზეზი სოფელში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და გამგეობის მხრიდან უყურადღებობაა. 

"არც წყალი გვაქვს, არც გაზი, შუქი ყოველდღე ითიშება და გზა ისეთი დაზიანებულია მალე გავლაც შეუძლებელი გახდება. წლებია, რაც ყურადღებას ვითხოვთ, მაგრამ არავინ არ იწუხებს ჩვენს გამო თავს, ამიტომ აქციების გამართვას ვაპირებთ, იქნებ ასე მაინც გამოვაფხიზლოთ ისინი, ვინც გამგეობაში სხედან და ჩვენთვის არაფერს აკეთებენ," - ამბობს ნაგარევში მცხოვრები ანდრო ზაქარაშვილი. 

ნაგარევში მცხოვრებლების თქმითვე, ისინი აქციებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. 

 

ავტორი: ანა ჯანაშია