ქუთაისში შიდსის საერთაშორისო დღე აქციით აღნიშნეს
შიდსის საერთშორისო დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში აქციით – "შემოგვიერთდით დავიყვანოთ ნულამდე" გამოეხმაურნენ. აქციაში მონაწილეობა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისი #41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანკი "კონსტანტას" თანამშრომლებთან ერთად მიიღეს.
"ინფორმაციის მიწოდება სკოლიდან უნდა დაიწყოს. ერთად უნდა ვებრძოლოთ იმ სტიგმას, რომ შიდსი არის გადამდები ხელის ჩამორთმევით, კოცნით და ა.შ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ შიდსი ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის," – აღნიშნავს აქციის ორგანიოზატორი ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის, "იუნა ამიკოს" ხელმძღვანელი, გიორგი ალფაიძე.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსით დავედებული ადამიანების უმრავლესობა საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ცხოვრობენ. 2011 წელს შიდსის ვირუსით 2,5 მლნ ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა