ეთიკის ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების საქმეებსაც განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ქარტიის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად უფლებამოსილი გახდება, განცხადებები ქარტიის არაწევრი ჟურნალისტების მიმართაც განიხილოს.
აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად ქარტიის 2013 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ელექტრონული კენჭისყრა გაიმართა.
ერთი კვირის განმავლობაში ქარტიის წევრებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ორგანიზაციის წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, უჭერდნენ თუ არა მხარს ქარტიის საბჭოს მანდატის გაფართოებას.
ხმის მიცემისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა 2 დეკემებერს, ღამის 12 საათზე. სულ გამოკითხვაში დაფიქსირდა 218 ხმა, აქედან ცვლილებას მხარი დაუჭირა 197 წევრმა, წინააღმდეგ მისცა ხმა 21-მა.
"კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქარტიის წესდებაში განხორციელდება ცვლილებები და ქარტიის საბჭო უფლებამოსილი გახდება, განიხილოს განცხადებები ქარტიის არაწევრი ჟურნალისტების მიმართაც. ცვლილებები ძალაში შევა ქარტიის საერთო კრების ჩატარებისა და საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევის შემდეგ. ქარტიის საერთო კრება გაიმართება მიმდინარე წლის 21 დეკემბერს", - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა