|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილობრივ თვითმმართველობებს ტრანსფერი ეზრდებათ

2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერები იზრდება, გარდა დედაქალაქისა. 
კერძოდ, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერები ჯამურად გაზრდილია 76.0 მლნ. ლარით, ხოლო თბილისის ტრანსფერი შემცირებულია 49.9 მლნ, ლარით.
მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა. 
2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები - 6 820.0 მლნ ლარი; გრანტები - 144,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 355.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები - 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი - 136.0 მლნ ლარი; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 300,0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები - 600.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება - 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება - 175,0 მლნ ლარი.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი