|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიასგან ქუთაისში "სიტუაციის დალაგებას" ითხოვენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია, ქუთაისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. 

პარტიის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში ხარჯები დაუბალანსებლად და უსამართლოდაა გაწერილი.
აღნიშნულის გამო, წულაია, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას მიმართავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაიხედოს  და მასში კორექტივები შევიდეს.
"ბიუჯეტის 15 % ადმინისტრაციის შენახვაზე იხარჯება, რომლის პრეცედენტიც ალბათ არსად მოიპოვება ქუთაისის გარდა. მაგალითად, ქუთაისის ააიპ მუსიკალური გაერთიანების ბიუჯეტში, ამავე გაერთიანების თანამშრომლებისთვის გამოყოფილია 120 000 ლარი, ხოლო კაკაბაძის გალერეასთვის 90 000 ლარი. ესე იგი, ლადო პატარიძის შენახვაში მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ფიროსმანის ნახატის? ასეთივე დარღვევებით და დაუბალანსებლადაა დანარჩენი ხარჯებიც და დროა, ქუთაისის მერის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, ამ მხრივ სიტუაცია დაალაგოს,"  – ამბობს წულაია.

ავტორი: ანა ჯანაშია