|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს?

newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ფარქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრია, თანამდებობას ტოვებს. თუმცა, თავად, მარგევლაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს. "არსად არ წავსულვარ. არც თანამნდებობა და არც ფრაქცია არ დამიტოვებია", - განმარტა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას თამაზ მარგველაშვილმა. მისი თქმით, თუკი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ის საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია "საქრთველოს პატროტთა ალიანსის" დაშლის შესახებ. საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე უშიშროების მხრიდან მათი პარტიის წევრების დაბარებებზე საუბრობს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია