ქუთაისელი "ნაციონალი" – "პატრიოტების" დაშლა შოთა მურღულიასთვის ხდება
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია გოქაძე ფრაქცია "პატროოტთა ალიანსის" დაშლას, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულაის სასარგებლოდ აფასებს. გოქაძის თქმით, "პატრიოტების" დაშლით საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" გაძლიერდება. გოქაძის შეფასებით, ამით თბილისიდან მოვლინებული, "მეოცნებე" შოთა მურღულიას ძალები საკრებულოში უნდა გაძლიერდეს.
"რა თქმა უნდა, ძალთა გადანაწილება ხდება საკრებულოში, რათა შოთა მურღულია დაკავებულ პოსტზე იმაზე მეტ ხანს დარჩეს, ვიდრე მისი წინამორბედები", – ამბობს გია გოქაძე. მისივე თქმით, საკრებულოს ფრაქციებს შორის დაწყებულ პოლიტიკურ თამაშში მურღულიაც მონაწილეობს.
თავად, მურღულია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს.
რას აცხადებს შოთა მურღულია, ნახეთ რამდენიმე წუთში newpress.ge-ზე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა