შოთა მურღულია ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია გოქაძის ბრალდებას უარყოფს. მურღულია ამბობს, რომ ის ქალაქის საკრებულოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს.
"ასეთი განცხადებები არასერიოზულია. მე არანაირად არ მეხება პოლიტიკური პროცესები. ვინ სად გადავა და წავა ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო", – განაცხადა newpress.ge –სთან საუბარში, შოთა მურღულიამ.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია გოქაძე ფრაქცია "პატროოტთა ალიანსის" დაშლას, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას სასარგებლოდ აფასებს. გოქაძის შეფასებით, ამ გზით უნდათ თბილისიდან მოვლინებული, "მეოცნებე" შოთა მურღულიას ძალები საკრებულოში გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია "საქრთველოს პატროტთა ალიანსის" დაშლის შესახებ. საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათი პარტიის წევრებს უშიშროებაში იბარებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია