|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ არ გვჭირს გადამდები დაავადება" – ქუთაისში შშმ პირთა დაცვის დღე აღნიშნეს

ქუთაისში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული შეჯიბრებით აღნიშნეს. N19 მძლეოსნობის სკოლაში შშმ პირთა შორის მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრება გაიმართა.

"ჩვენ არ გვჭირს გადამდები დაავადება. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და გვინდა, რომ საზოგადოებამ ისეთად მიგვიღოს, როგორიც ვართ. ჩვენ გუნდში გვყავს საქარველოს და ევროპის სამი პრიზიორი," – განაცხადა საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია "აღორძინება 2002"–ის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა.

თეიმურაზ ჭეიშვილმა შშმ პირთათვის სატრანსპორტო საშუალების არ ქონის პრობლემაზე ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან დახმარება ითხოვა.

"ერთმანეთთან გადაადგილების პრობლემას განვიცდით  და ვთხოვთ მერიას მოგვიგვაროს ეს პრობლემა. აგრეთვე, სპონსორების ნაკლებობასაც განვიცდით. პრობლემები გვაქვს დასაქმების კუთხითაც,"  – განაცხადა თეიმურაზ ჭეიშვილმა.

ქუთაისის N19 მძლეოსნობის სკოლაში სპორტული შეჯიბრება  ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. მერიის წარმომადგენლებმა შშმ პირებს პრობლემების მოგვარება აღუთქვეს.

დღევანდელ  ტურნირში გამარჯვება მკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ მოიპოვა, რომელიც  სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

საქართველოში შედზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე 2001 წლიდან აღინიშნება. ამ პერიოდიდან ტარდება, ასევე, შშმ პირთა შორის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

ავტორი: ლანა კოკაია