ქუთაისელმა "პატრიოტებმა" საკრებულოს ფრაქცია დატოვეს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთმა დეპუტატმა დატოვა.
მერაბ მეშველიანი, სერგო ლექვინაძე, ლევან კირკიტაძე, გიორგი შავგულიძე და ირინა ივანეიშვილი უკვე ყოფილი "პატრიოტები" არიან.
"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფრაციაში ჩვენ ვერ მოვახდინეთ იდეების განხორცილება", – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მერება მეშველიანმა. მეშველიანი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შსს წარმომადგენლები "პატრიოტებზე" ზეწოლას ახორციელებენ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფრაქციაში დარჩენილი დეპუტატებიც გეგმავენ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას.
რაც შეეხება, იმას თუ რომელი პარტიის სახელით გააგრძელებენ საკრებულოში მუშაობას, განმარტავენ, რომ ეს მომავლის საკითხია.
"არ ვაპირებ ფრაქცია "ქართული ოცნებაში" გადასვლას. სხვები რას გადაწყვეტენ ეს ინდივიდუალურად, დეპუტატების საქმეა", – აღნიშნა ყოფილმა "პატრიოტმა" მერაბ მეშველიანმა.
საკრებულოში ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანი" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მასში 12 დეპუტატი იყო გართიანებული, რომლებიც ყოფილი "ნაციონალებიგან" და "ქრისტიან დემოკრატებისგან" დაკომპლექტდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა