ქუთაისის ყოფილი "პატრიოტები" - პარტია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, რომლებმაც ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვეს, "პატრიოტების" მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს უწოდებენ. დეპუტატების განცხადებით, პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლისა და "მეგობრული" რჩევების გამო დატოვეს ფრაქცია, სიცრუეა.
ყოფილი "პატროტების" განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა "შემდგარი სახელმწიფოს დაკნინება და ასევე, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ავტორიტეტის შელახვა მოხდეს", - განმარტა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ მეშველიანმა, რომელმაც "პატრიოტების" ფრაქცია, 4 დეპუტატთან ერთად დატოვა.
მისი თქმით,"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა არც კი იცის თუ რა ხდება ფრაქციაში. მეშველიანის თქმით, "პატრიოტებში" იყო კოორდინაციის პრობლემა.
ყოფილი "პატრიოტების" თქმით, მათ არც კი იციან თუ სად არის ქუთაისში უშიშროების შენობა.
"აზრზე არ ვარ სად არის ეს ენობა და არასოდეს მქონია კავშირი უშიშროებასთან", - განმარტა ფრაქცია "პატრიოტებიდან" წამოსულმა დეპუტატმა, ლევან კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიანი ფრაქცია "პატრიოტთა ალინსი" ხუთმა დეპუტატმა გუშინ დატოვა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა