"ნაციონალები" ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს ემიჯნებიან
პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელბი ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს ემიჯნებიან. აღნიშნულის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ ბრიფინგზე განაცახადა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესები სკამის შენარჩუნების მიზნითაა გამოწვეული.
"ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ერთიანობა, მათ არც პოლიტიკური დუღაბიც ექნებათ. ქუთაისის საკრებულო და ადგილობრივი თვითმმართველობა პოლიტიკურ ბაზარს დაემსგავსა", - განაცხადა გია თევდორაძემ.
"ნაციოანალები" ასევე, ეხმაურებიან, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მღვდელაძის მიერ კომისიის დატოვებას.
მღვდელაძის გადაწყვეტილებას თევდორაძემ არალოგიკური და არარაციონალური უწოდა.
"ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ეს კომისია ამ შემადგენლობით ვერ დააკომპლექტებდა კადრებს. ეს ყველაფერი კი მღვდელაძის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა დაადასტურა", - აღნიშნა გია თევდორაძემ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა