ქუთაისის მერის წინ აქციის მონაწილეები საკონკურსო კომისიის გაუქმებას და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ ფართომასშატაბიანი
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან ქალაქში მოქმედი არასამთვრობო ორგანიზაციები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გაუქმებას და ახალი კომისიის შედგენას ითხოვენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, კომისიამ შედეგები კულუარული მოლაპარებების გზით მიიღო. რის გამოც, აქციის მონაწილეები, „საქართველოს პატრიოტთა ალაინსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საწინააღმდეგო ტრანსფარანტებით არიან შეკრებილნი.
„ვითხოვთ გაუქმდეს ძველი კომისია და ის დაკომპლექტდეს ახალი დამოუკიდებელი კანდიდატებით. დაესვას წერტილი ამ ქალაქში კულუარულ გარიგებასა და ერთ ადამიანს მორგებულ საჯარო პოლიტიკას“, – განაცხადა აქციაზე არასამთავრობო ორგანიაზაცია საზოგადეობრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცეენტრის "არგუსის" ხელმღვანელმა მანანა მანაგაძემ.
არასამთავრობოები ძალოვან სტრუქტურებს მიმართავენ გამოიძიონ ქუთაისში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ავტორი: დეა მანაგაძე