ქუთაისის აეროპორტში ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ავიაციის საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით, დღეს საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებამ, საქართველოს საქაერონავიგაციასთან და კომპანია „Georgian
Bus”-თან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო
აეროპორტში, SOS ბავშვთა სოფელი ქუთაისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს
უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დაათვალიერეს აეროპორტი და სანავიგაციო კოშკი, გაეცნენ ავიაციის სფეროს და აეროპორტის პერსონალის მუშაობის სფეციფიკას. მათ საშუალება მიეცათ ენახათ ყველა ის პროცედურა, რაც დაკავშირებულია თვითმფრინავის მართვასთან და მგზავრთა მომსახურებასთან.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
ავტორი: ნიუპრესი