ქუთაისში მეეზოვეებს ველოსიპედებით გააკონტროლებენ
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "ქუთსერვისჯგუფმა" 16 ერთეული ველოსიპედის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერი, რომელიც 4000 ლარადაა შეფასებული, 2013 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ველოსოპედები უნდა იყოს ახალ მდგომარეობაში და ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი.
როგორც შპს "ქუთსერვისჯგუფში" newpress.ge-ს განუცხადეს, ველოსიპედების შეძენა კომპანიაში მომუშავე ბრიგადირებისთვის მოხდება, რომლებიც "ქუთსერვისჯგუფის" დამგველებს ზედამხედველობას გაუწევენ.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















