|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვიდეოკამერების დამონტაჟებაზე დირექტორები უარს ამბობენ

2014 წელს თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება.

კომპანიაში, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო ვიდეო კამერებს დამონტაჟებს, newpress.ge-ს განუცხადეს, რომ ვიდეო კამერების დამონტაჟება ქუთაისში მოქმედ რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღ სურდათ.

თუმცა, როგორც კომპანიის წამომადგენელი აცხადებს, საბავშვო ბაღების დირექტორებმა მათ უარი იმ მოტივით განუცხადეს, რომ არ სურთ ვინმემ აკონტროლოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის  კერძო ბაღებში ვიდეოკამერებს მშობლების სურვილი  შემთხვევაში დაამონტაჟებენ.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საბავშვო ბაღებში  ვიდეო კამერები აღსაზრდელთა ჯგუფებში არ განთავსდება. სათვალთვალო მოწყობილობა, ძირითადად, ბაღის შესასვლელში, ჰოლში, ასევე სამზარეულოში დამონტაჟდება, რათა ჰიგიენა დაცული იყოს.

დედაქალაქის ზოგიერთი სახელმწიფო ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მშობლების მოთხოვნით, სათვალთვალო კამერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს.

                                                                                                   

 

ავტორი: დეა მანაგაძე