|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - აეროპორტი აქტიურად მუშაობს და ქუთაისში ტურისტების შემოდინებას უწყობს ხელს

ავიაციის საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ მოინახულა.  

შოთა მურღულიამ ასევე ავიაციის დღე ვეტერან მფრინავებსა და აეროპორტის თანამშრომლებს მიულოცა. 
როგორც მურღულია ამბობს, მისთვის ცნობილია, რომ აეროპორტი აქტიურად მუშაობს, რაც ქუთაისში ტურისტების შემოდინებას უწყობს ხელს.
აეროპორტის გაუმჯობესებულ პირობებზე ვეტერანი მფრინავებიც საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ მათ დროს აეროპორტი ისეთი კომფორტული არ იყო, როგორც დღეს არის.
"ჩვენს დროს სად იყო ასეთი კომფორტი. ძველი და ახალი აეროპორტი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც მოსკვიჩი და მერსედესი," - ამბობს ვეტერანი მფრინავი თამაზ ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი  ერთ წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება. 

ავტორი: ანა ჯანაშია