|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასაფლაოების განკარგვის წესი შესაძლოა შეიცვალოს

ქუთაისში, სასაფლაოებისთვის მიწის ნაკვეთის გაცემის წესი მომავალი წლიდან შესაძლოა შეიცვალოს. ასევე, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირებაც მოხდეს. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ newpress.ge–სთან საუბარში განმარტა.
მისი თქმით, გადაიხედება საკრებულოს ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ხდება სასაფლაოებისთვის მიწის ნაკვეთის გაცემა, როგორც საჭიროების შემთხვევაში ასევე, ცოცხალ ადამიანებზე.
"აუდიტის მიერ მოხდება ამის საკითხების შესწავლა. ასევე, მოხდება მოკველვა რამდენად კანონშესაბამისად მოხდა ცოცხალ ადამიანებზე ამ დრომდე მიწის ნაკვეთების გაცემა", – განმარტა მერის მოვალოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ.
ქუთაისში, სასაფლაოებისთვის მიწის ნაკვეთის გაცემა, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ხდება. ასევე, ცოცხალ ადამიანებზე სასაფლაოები ორმაგი ფასით იყიდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია