|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველად ქუთაისში - ფარიკაობის ტურნირი 80-მდე სპორტსმენის მონაწილეობით

დღეს, ქუთაისში პირველად, ფარიკაობის დარბაზში, ქალებსა და ვაჟებს შორის ფარიკაობის ტურნირი ტარდება.

ტურნირში მონაწილეობენ მოფარიკავეები ქუთაისის, თბილისის, ბათუმის, გორის, ზესტაფონის და რუსთავის გუნდებიდან - სულ 80-მდე სპორტსმენი.
ტურნირი ფარიკაობაში 13 საათზე დაიწყება და მას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე დაესწრებიან.
ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირი წელს პირველად ტარდება, თუმცა ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ფარიკაობის ტურნირი თამაზ ოყრეშიძის ხსოვნას ეძღვნება. თამაზ ოყრეშიძემ პირველმა ჩამოაყალიბა ოლიმპიური სკოლა ქუთაისში.

ავტორი: ნიუპრესი