|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თოვლის გამო საბავშვო ბაღებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქუთაისის სახელმწიფო ბაღებს თოვლის გამო, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბაღებში კი გათბობა ელქტროენერგიაზეა. აღნიშნულის გამო, აღსაზრდელები მშობლემა სახლებში წაიყვანეს.

#9,#16,#30,#24,#32 –ეს ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება.  
"ჩვენ სწავლის პროცესი არ შეგვიჩერებია. მაგრამ მშობლებმა რომ შეხედს, რომ  გათბობა არ იყო, ბავშვები წაიყვანეს. ელექტროენერგია გვჭირდება გათბობისთვის, აღსაზრდელებისთვის საჭმელს კი, გაზის ბალონებით აკეთებენ", – ამბობს  newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის სკოლამდელი დაწესებეულების ააიპ გაერთიანების დირექტორი, მაია პაქსაძე.  
ქუთაისში სულ 35  სახელმწიფო საბავშვო ბაღია.
ბაღების მსგავსად, თოვლის გამო, სწავლის პროცესი ქუთაისის სკოლებშიც გადაიდო. 

ავტორი: თეკლა მორგოშია