ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერი შესაძლოა ვიცე–გუბერნატორად დაინიშნოს
Newpress.ge-ის ინფორმაციით, იმერეთის მხარის გუბერნატორის დანიშვნის შემედეგ,
ვიცე–გუბერნატორი, ქუთაისის ყოფილი, ვიცე–მერი კოტე ლომიძე იქნება.
გავრცელებულ ინფორმაციას, კოტე ლომიძე, newpress.ge-სთან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„ჩემი მთავრობა სადაც მეტყვის იქ წავალ. ჩემი კარგი და ცუდი მხარეები იციან და ამიტომაც ვნახოთ რა იქნება“, – ამბობს კოტე ლომიძე.
ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ვიცე-გუბერნატორი თანამდებობის დასაკავებლად შეთავზება არ მიუღია.
ყოფილი ვიცე-მერი კოტე ლომიძე ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლად, ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის თამანდებობიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა. ის მერის მოვალოებას ორჯერ ასრულებდა. ბოლოს მან ვიცე-მერის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, შოთა მურღულიას დანიშვნის შემდეგ დატოვა.
რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორის პოსტზე, მოვალეობას ამ დრომდე, ვიცე–გუბერნატორი, ამირან ძოწენიძე ასრულებს.
ავტორი: თეკლა მორგოშია