პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულის დასახმარებად სასწრაფო გამოიძახეს
ქუთაისში პარლამენტის წინ, სადაც იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილე იზაბელა ლეჟავა ცუდად გახდა. ამის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლელა ხურციძის თქმით, ლეჟავა დაცვა დაცვის თანამშრომლებს ნახევარი საათის განმავლობაში სკამის გამოტანას თხოვდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ დაცვამ ყურადღება არ მიაქცია.
"მთავრობას უკვე ყველა ვეზიზღებით. ქართველს ქართველი აღარ უყვარს. ასეთი ხალხი ღირსი არის ევროკავშირში მიღების?!"- განაცხადა ლელა ხურციძემ.
როგორც სასწრაფო დამედიცინო დახმარების ექიმები განმარტავენ ლეჟავას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლის დროს ლეჟავას წნევა მაღალი ჰქონდა, ახლა დაბალი აქვს. ეს გამოწეულია ნერვიულობის გამო. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მისი განძრევა ამ დროისთვის არ შეიძლება", - განმარტავენ მედიკოსები.
იპოთეკით დაზარალებულები მთავრობას გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას უკევ მერამდენედ თხოვენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა