შოთა მურღულია – ბიუჯეტის დაგეგმვის დროს უნდა ვიყოთ რეალისტები და არა მაქსიმალისტები
ქუთაისის მერიამ, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის მიერ მიღებული შენიშვნები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის არაფინანსურ აქტივებს შეეხებოდა, მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა.
საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, 2014 წელს ქონების პრივატიზების გეგმა 2 მლნ 500 000 ლარით იყო გათვალისწინებული. თუმცა, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება თვლის, რომ აღნიშნული ციფრი მაქსიმალურია და ის, 2 მლნ 200 000 ლარი უნდა იყოს.
"ბიუჯეტის დაგეგმვის უნდა ვიყოთ რეალისტები და არა მაქსიმალისტები. ამიტომაც, არ მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნის სრულად გათვალისწინება. რადგან, მომავალ წელს ისევ არ მოხდეს ბიუჯეტის შეუსრულებლობა", – განმარტა ქუთასის მერის მოვალოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ, საკრებულოს კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მურღულია თვლის, რომ ქალაქისთვის არამომგებიანია თვითმმართველობის ობიექტების პატარ–პატარ მონაკვეთებად გაყიდვა.
"ვფიქრობ, უნდა დავაინტერესოთ მსხვილი ინვესტორი", – განმარტა შოთა მურღულიამ.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაწილობრივ შენიშვნების გათვალისწინებას, დადებითად აფასებს, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გოგიტა გოგელაშვილი.
"ვფიქრობ, სამართლიანი შენიშვნა იყო", – ამბობს გოგელაშვილი.
ქუთაისის 2014 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 42 მლნ 168 800 ლარით არის წარმოდგენილი. რომელიც მიმდინარე წლის 25 დეკემბარმდე უნდა დამტკიცდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა