|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია – ხელფასები იმ თანამშრომლებს გაეზრდებათ, რომლებსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვთ

ქუთაისის მერია საკრებულოს ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხა კომისიების მიერ 2014 წლისთვის მოთხოვნილ ხელფასების ზრდას არ ეთანხმება. 

აღნიშნული კომისიები 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელფასო ფონდისთვის დამატებით  856 000 ლარამდე ითხოვდნენ. კომისიებმა მოთხოვნები შენიშვნების სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთი კვირის წინ გაუგზავნეს.
თუმცა, ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ  ხელფასებს ააიპ დაწესებულების გაერთიანების მხოლოდ იმ  თანამშროლმებს მოუმატებენ  (200 ლარამდე), რომლებსაც ამ ეტაპზე ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვთ.
მერიის გადაწყვეტილებით, საჯარო ბიბლიოთეკას სახლეფასო ფონდისთვის 137 000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 50 400 ლარი გაემატა, სპორტული ღონისძიებებითვის დამატებით 193 000 ლარის ნაცვლად - 53 000 ლარი გამოეყო, მუსიკალური ააიპ გაერთიანებას 241 000 ლარის ნაცვლად - 146 700 ლარი, სპორტსკოლებს 236 000 ლარის ნაცვლად - 86 300 ლარი და  მერიის ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის დამატებით მოთხოვილი 53 000 ლარის ნაცვლად  8 000 ლარი გამოიყო. 
"სხვა შემთხვევაში უნდა შევისწავლოთ, თითოეული დაწესებულება. თუკი მოხდება ხელფასების ზრდა უნდა მოხდეს დასაბუთება და ასევე, საათობრივად მისი განსაზღვრა", – განმარტა საკრებულოს კომისიებთან 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მერის მოვალეობის შემსრულებლმა, შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ააიპებს, ხელფასები მომავალი წლის 1 თებერვლიდან ან მარტიდან, მას შემდეგ გაეზრდებათ, რაც ისინი დასაბუთებულად წარმოადგენენ ამის საჭიროებას.
ქალაქის მერიამ, საკრებულოს  მხრიდან არსებულ შენიშვნებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნითვე უპასუხა. 
"ჩვენი პრიორიტეტი არის 2014 წელს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება. მართალია, გზების რეაბილიტაციის თანხას ცენტრალური ხელისუფლებიდან ველოდებით, თუმცა, გზების ორმოული შეკეთებისთვის აუცილებელია თანხის განსაზღვრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს", – განმარტა შეხვედარზე მურღულიამ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია