|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საინიციატივო ჯგუფის წევრები საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოდიან

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარველაშვილის გადაყენების მოთხოვნით, სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი საკრებულოს მიმართავს.

მათი თქმით, აუცილებელი არაა საკრებულოს თავმჯდომარე იყოს მაინცადამაინც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეც. 
საინიციატივო ჯგუფის წევრის, მანანა მანაგაძის განმარტებით, კონკურსის ჩატარებას ოთხი თვე მოანდომეს და საბოლოოდ, კადრები მაინც თავიანთი სურვილისამბერ დანიშნეს. 
"ადგილობრივი თვითმმართველობა მობილიზებულია არა ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ, არამედ ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად დაუთმეს გავლენებისათვის ბრძოლას. გაუმართავი და არასაკმარისი ტექნიკა, მოუწესრიგებელი გზები შედეგია სწორედ  ამ საკადრო ვაკხანალიის", - განმარტეს დღეს საგანგებო ბრიფინზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.


ავტორი: თეკლა მორგოშია