უამინდობის გამო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით გზების კონტროლი დაიწყო
სამდღიანი უამინდობის შემდეგ, ქუთაისში
საავტომობილო გზები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა.
როგორც ამაშუკელი ამბობს, ამ დროისთვის, ქუთაისში
საავტომობილო გზები სრულადაა გაწმენდილი და შეფერხებებიც აღმოფხვრილია.
"დღეს დილიდან ვაწარმოებთ მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა
დავათვალიერეთ ქუთაისის საავტომობილო გზები და შეფერხებები ქალაქში არ
ფიქსირდება," – ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი.
თუმცა, როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი
შოთა მურღულია ამბობს, ქუთაისში უამინდობის დროს, გზების გაწმენდა, ტექნიკის არარსებობის
გამო გართულდა. რის გამოც, ტექნიკის მობილიზება, რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოახერხეს.
"ძირითადი ტექნიკა
სამინისტროდან მოგვახმარეს, რადგან ქუთაისის თვითმართველობას შესამამისი ტექნიკა არ
მოეპოვებოდა გზების სრულად გასაწმენდად. საბოლოოდ, მოვახერხეთ, რომ არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ დახურულიყო ქუთაისში. შესაბამისად,შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამინდობის სამი დღე გადავიტანეთ. სამომავლოდ ამასაც გავითვალისწინებთ და მომავალ წელს, უკეთესი ტექნიკით შევხვდებით ზამთარს," – ამბობს შოთა მურღულია.
ავტორი: ანა ჯანაშია