იმერეთის გუბერნატორი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რაიონებთან მჭიდრო კავშირი იქნება
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვლის თქმით, გუბერნიის მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე წლის სამუშაო პროცესში, რაიონებთან მჭიდრო კავშირი იქნება.
აღნიშნულის შესახებ მეფარიშვილმა, დღეს ქუთაისის მერსა და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გუბერნატორი ამბობს, გუბერნიამ იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია კორდინიბულად უნდა მიიღოს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაციული წვდომა სოფლებსა და რაიონებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ეს უფრო კოორდინებულად, გამგებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე უნდა მოხდეს. რის შემდეგაც პრობლემების მოგვარება სოფლებსა და რაიონებში უფრო შედეგზე იქნება ორიენტირებული," - ამბობს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა