"თავისუფალი ზონა" - უშიშროება ჩვენს წევრებზე ზეწოლას ახორციელებს
"თავისუფალი
ზონის" წარმომადგენლები უშიშროების მხრიდან მათზე გახორციელებულ ზეწოლაზე
საუბრობენ.
ორგანიზაციის
ცაგერის ოფისის წარმომადგენლი, სალომე დავითულიანი ზეწლას მის მიერ გაშუქებულ
მასალას უკავშირებს, რომელიც ცაგერში ძარცვის ფაქტს ეხებოდა.
დავითულიანის განცხადებით,
მას უშიშროების წარმომადგენლები აფრთხილებენ, თუკი ძარცვის თემაზე მუშაობას არ
შეაჩერებს, მამამისს სამსახურიდან მოხსნიან.
"უშიშროების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და გამაფრთხილეს, თუ მსგავის
მასალის გაშუქებას თავას არ დავანებებდი, მამაჩემს სამსახურიდან მოხსნიდნენ, რომელიც ცაგერის გამგეობაში მძღოლად
მუშაობს. ამის შემდეგ მწვანე ფერის ფურგუნიანი ოპელის მძღოლი
დამეჯახა" - განაცხადა სალომე დავითულიანმა.
დაშინებასა
და ზეწოლაზე "თავისუფალი ზონის" ქუთაისის კოორდინატორი, ელისო კეთილაძეც
საუბრობს. მისი განცხადებით, უშიშროება კრიმინალური მეთოდებით მათ დაშინებას
ცდილობს. კეთილაძის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირებმა გაძარცვეს.
"გვემუქრებიან, ნუ ვაშუქებთ ვანო მერაბიშვილის პროცესს" სამართალდამცავებისთვის არ
მიგვიმართავს, რადგან მათი დახმარების იმედი არ გვაქვს" - აცხადებს კეთილაძე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ, რადგან მათი დახმარების იმედი არ გვაქვთ.
ავტორი: ნიუპრესი