|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალი" დეპუტატი – ქუთაისის მერიის მენეჯმენტი ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს

"ქუთაისის მერიამ ვერ გაამართლა და მათი მენეჯმენტი ვერანაირ კრიტიკას უძლებს,"– აღნიშნული განცხადება, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. 

უკლებამ, ასევე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას და ვიცე–მერ ნოდარ მიქიაშვილს მოუწოდა, მომავალში მეტად მობილიზებული და უკეთესი მენეჯმენტით შეხვდნენ ზამთრის მოვლენებს და უამინდობას. 

"ის რომმერიას არასაკმარისი ტქნიკა ჰყავს არ არის არგუმენტირადგან შესაძლებელია ამ მხრივ კერძო სტურქტურებთან ურთიერთობა და ხელშეკრულებებ დადება.

მითუმეტეს, ტექნიკური მარილის მარაგიც იყო ქალაქში. თანაც არცისე დიდი ნალექი იყო ქუთაისში და უამინდობა არც სე დიდ ხანს გაგრძელებულა"– განაცხადა გია უკლებამ.

ნაციონალი დეუტატის აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" გამოყოფილი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი გამოეხმაურა. მეშველიანმა აღნიშნა, რომმსგავსი ფაქტები ქუთაისში გასულ წლებშც დაფიქირებულა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, საქართველოში ზამთარს ყველაზე მობილიზებულად ქუთაისი შეხვდა. რადგან მერიამ ტექნიკური უზრუნველყოფა, დახმარების სახით, ავტობანის მიმდინარე მშენებლობიდან და წყალტუბოს საგზაოდან მიიღეს.

ავტორი: დეა მანაგაძე