|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავისუფალი საქართველო-ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის გაუქმებას 5550 ადამიანი ითხოვს

პარტია "თავისუფალი საქათველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის დაშლას და მათი საქმიანობის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით და ქუთაისში მცხოვრებთა 5550 ხელმოწერით, წულაია აპირებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართოს. 
"მაშინაც კი როცა სათავეში კაციჭამია კომუნისტები იყვნენ, წყალმომარაგება ქუთაისის აღმასკომს ეკუთვნოდა. ეს საქმე თვითონ ქალაქმა უნდა მართოს და წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალი დაიშალოს. ამას ითხოვს ქუთაისში 5550 ადამიანი და განცხადებაზეც ხელს აწერს. რადგან კომპანიაში დასაქმებული ოთხასი ადამიანის ასობით ჯიპზე და ხელფასზე იხარჯება მილიონები. სწორედ ამიტომაა წყლის ტარიფი ძვირი იმ ქალაქში, რომელიც ირგვლივ წყალში დგას,"- განმარტავს წულაია. 
წულაიას თქმითვე, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის დაშლის შემდეგ, ქალაქში შესაძლებელი გახდება წყლის ტარიფი გაიფდეს.

ავტორი: ანა ჯანაშია