|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკა ბესელია -გეგუთის ციხის პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

გეგუთის ციხის პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მსჯავრდებულები გუშინ თავად მოინახულა და მათ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სწორედ მისი თხოვნის შემდეგ მიიღეს.
"გეგუთის კოლონიის პატიმრებთან სამსაათიანი შეხვედრის შედეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და შიმშილობა შეწყვიტეს. მე მათ მოვუსმინე და გვქონდა გულახდილი საუბარი. შიმშილობის შეწყვეტა მე ვთხოვე და თან ავუხსენი, რისი გაკეთება შეგვიძლია და რა საკითხებია სირთულეებთან დაკავშირებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმ საკითხებზე იმუშავებს, რომელიც პატიმრებს აწუხებთ.
გეგუთის ციხეში 909 პატიმარი შიმშილობდა.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი