სემეკის პრესსმსახური უწყების თბილისში გადასვლაზე - ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი არ არის
ქუთაისში, მდებარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია თბილისში არ გადადის. აღნიშნულის შესახებ, სემეკ-ის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქეთი ბერეკაშვილმა newpress.ge-სთან საუბარში განმარტა.
ბერეკაშვილის განმარტებით, ბევრი ჭორი ვრცელდება სემეკ-ის ქუთაისიდან თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით.
"ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემეკი თბილისში გადადის. ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა. ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება თუმცა, ვისაც არ სჯერა, შეუძლია მობრძანდეს და ნახოს რომ სემეკი ქუთაისში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - განმარტავს ბერიკაშვილი.
მიუხედავად სემეკ-ის წარმომადგენლის ამ განცხადებისა, newpress.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ სემეკ-ის თბილისში გადასასვლელად მიცკევიჩის ქუჩაზე შენობას არემონტებენ.
სემეკი თბილისიდან ქუთაისში 2008 წლის ივლისში გადმოვიდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:44
10:53
16:34
















