|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისის 2014  წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვამ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს, დაპირისპირება გამოიწვია. 
საკრებულოს "პატრიოტმა" დეპუტატმა, კახა ნემსიწვერიძემ მომავალი წლის  ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სამარცხვინო უწოდა. 
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი არც ისე კარგად დაიგეგმა რადგან, "მისი პრიოროტეტების განხილვა არც მოსახლეობასთან და არც დაინტერესებულ პირებთან არ მომხდარა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი, აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება", - განაცხადა სხდომაზე  კახა ნემსიწვერიზემ.
"პატრიოტი" დეპუტატების განმარტებით, აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა, ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, რაც უსამართლობაა.
უკმაყოფილო დეპუტატების განცხადებებს პასუხი სხდომაზევე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გასცა. მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვაში არ სჭირდებოდა შეხვედრები შეხვედერებისთვის.
"არასამთავრობო სექტორთან კი, მქომდა შეხვედრები, რადგან მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხელფასების მომატებას, იმ უწყებებში სადაც, ხელფასების მატებაზე არის საუბარი,  წლებია 115 ლარი აქვთ ანაზღაურება და ამ დრომდე რატომ არ მოხდა მათთვის ხელფასების გაზრდა?", - განაცხადა მურღულიამ. 
მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს შეეცადნენ ის ხარვეზები გამოესწორებინათ რაც მიმდინარე წელს იყო.
"ბევრი ელოდა  2013 წლის ბიუჯეტის ჩავარდნას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მომავალი წლის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა მწირია, მაგრამ მისი შესრულებასაც ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება", - აღნიშნა მურღულიამ.

ავტორი: თეკლე მორგოშია