"ნაციონალები" 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგი არიან
ქუთაისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი” დეპუტატები აკრიტიკებენ.
„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ 2014 ბიუჯეტის პროექტი არ არის ქუთაისის განვითარებაზე ორიენტირებული. რის გამოც, ისინი აპირებენ, რომ აღნიშნული რედაქციით, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირონ.
„კარგად მახსოვს
ქოცების დუჟმორეული შემოტევა, როდესაც ბიუჯეტს გვიწუნებდნენ, გაბერილი შტატების გამო.
თუმცა ახლანდელი ბიუჯეტში ამ მხრივ არანაირი ცვლილებები არ არის. სინდისს მაინც შეეწუხება ეს
ხალხი და ის მაინც შეეცვალათ რასაც ჩვენ გვიწუნებდნენ. ეს ბიუჯეტი გაუარესებულია და არანაირი მიმართულება არ სჩანს, რომელიც ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული,“ – ამბობს „ნაციონალი“ დეპუტატი
გია უკლება.
შეგახსენებთ,რომ ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ქუთაისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებული რედაქციით, 43 მლნ 704 500 ლარს შეადგენს.
ავტორი: ანა ჯანაშია