მრავალშვილიანი დედა საკრებულოს "პატრიოტ" დეპუტატს - ქურდი ხარ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია" საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" თავმჯდომარეს, კახა ნემსიწვერიძეს, საკრებულოს სხდომაზე მრავალშვილიანი დედა, მარინე დახუნდარიძე დაუპირისპირდა.
"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, კახა ნემსიწვერიძემ როგორ შეამტვრია ღამის ოთხ საათზე დიმიტრი კოპალიანის კაბინეტის კარები, რომ კოპალიანს განცხადება დაეწერა წასვლის შესახებ. ნემსიწვერიძე არასოდეს დაინტერსებულა ქალაქის და მრავალშვილიანი დედების პრობლემებით. მას მხოლოდ თავისი ბიზნესი აინტერსებს. მთელმა ქუთაისმა იცის ვინ ბრძანდებით, ქურდი ხართ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მრავალშვილიანმა დედამ.
დახუნდარიძემ ასევე, "პირობა მისცა" საკრებულოს ყოფილ "ნაციონალს" და ამ დროისთვის "პატრიოტ" დეპუტატს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში ის დეპუტატი აღარ იქნება.
საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს 14:00 საათზე დაიწყო, ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა