ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი საკრებულოს გადაწყვეტილებით და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი საკრებულოს თხუთმეტმა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც. "პატრიოტებიდან" ბიუჯეტს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა ("პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, კახა ნემსიწვერიძემ და ტატო მესხმა).
მომავალი წლის ბიუჯეტის წინააღმდეგი ასევე, ექვსივე "ნაციონალი" დეპუტატი წავიდა. თუმცა ხმათა უმრავლესობით ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, რაც 43 704 500 ლარს შეადგენს.
როგორც საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ავალიანი ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტს 600 000 ლარით აღემატება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა