ქუთაისის საკრებულოში საახალწლო პრემიებისთვის 48 004 ლარი გაიცა
ქუთაისის საკრებულოში საახალწლო პრემიებისთვის სულ 48 004 ლარი გაიცა. საკრებულოს 12 დეპუტატაზე (საკრებულოს თავმჯდომარე, მის მოადგილეები და ფრაქციის ხელმძღვანელები) 20 450 ლარის გაცემა მოხდა.
საკრებულოში გაცემული პრემიები ხელფასის ოდენობისაა. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე ყველაზე დიდი ოდენობის პრემია საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს 2 750 ლარის ოდენობის ერგო. მის პირველ მოადგილეს, ლევან კირკიტაძეს - 2 150 ლარი, ხოლო მეორე მოადგილეს მერაბ მეშველიანს -2 050 ლარი. ფრაქციის თავმჯდომარეებს კი, 1 500-1 500 ლარის ოდენობის პრემია ერგოთ.
საახალწლო პრემიები მიიღეს ასევე, საკრებულოს აპარატის 45-ვე თანამშრომელმა, რომელთათვის საერთო ჯამში, 27 550 ლარის პრემიის გაცემა მოხდა.
ქუთაისის საკრებულოს თანამშრომლების გარდა, საახალწლო პრემიები გაიცა ქუთაისის მერიის თანამშრომლებზეც. საერთო ჯამში, კი საახალწლო პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 402 239 ლარის გაცემა მოხდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა