|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი - "ვისოლთან" მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს

იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, კომპანია "ვისოლთან" მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. მეფარიშვილის თქმით, "ტორპედოში" შექმნილი პრობლემებით ეკონომიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები არიან დაინტერესებული.

როგორც იმერეთის გუბერნატორი აღნიშნავს, შესაძლოა ქუთაისურ საფეხბურთო კლუბს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე, "ვისოლის" დაფინანსება შეუნარჩუნდეს.
"ვისოლს" ბიზნესის განვითარებაში აქვს პრობლემები, თუმცა შინაარსობრივად წინააღმდეგი არაა გუნდს უპატრონოს," - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი "ვისოლთან" შეთანხმება ვერ შედგება, საფეხბურთო კლუბის დაფინანსება კერძო პოზიციებიდან მოხდება. მისივე თქმით, ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ გახდება ცნობილი "ტორპედო" ადგილობრივ თვითმმართველობას დაუბრუნდება, თუ ახალი მფლობელი ეყოლება. 

ავტორი: დეა მანაგაძე