|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მომავალ წელს აშენდება

ქუთაისში 2014 წელს ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აშენდება. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო გაბრიჭიძემ განუცხადა. 

გაბრიჭიძის ინფორმაციით, მომავალ წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას ინიციატივაა.

როგორც გაბრიჭიძე აცხადებს, საინფორმაციო ცენტრთან ბარგის შესანახი კამერებიც განთავსდება, სადაც ტურისტებს სამგზავრო ჩანთების შენავის შესაძლებლობა მიეცემათ. 

ქუთაისში, რუსთაველის მოედანზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2011 წელს აშენდა. თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა ფერადი მინის კონსტრუქციითაა აშენებული. ის მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთმანეთის მიყოლებით სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა.

ამ დროისათვის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.


ავტორი: დეა მანაგაძე