"შიტრიტ ჯგუფი" ქუთაისში შეჩერებულ პროეტებს აგრძელებს
ქართულ-ებრაული კომპანია "შიტრიტ ჯგუფი" ქუთაისში შეჩერებული პროექტების გაგრძელებას გეგმავს. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის ცნობით, "შიტრიტ ჯფუფი" ფალიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სახანძრო სამსახურის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური შენობის აშენებას აპირებს. მშენებლობა 2014 წლის დასაწყისში დაიწყება.
"შიტრიტ ჯფუფმა" ქუთაისში 2011 წელს, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი, 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "Empire" დაასრულა.
კომპანია ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა. შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისი საპატიო მოქალაქეცაა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა