|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო საჩუქარი 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა  ზაზა მეფარიშვილმა  და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  შოთა მურღულიამ  დამდეგი შობა ახალი წელი მოხუცებს მიულოცეს.

საახალწლო ნობათი და საოჯახო ტექნიკა ხანდაზმულებს ოჯახებში თავად გუბერნატორმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა  მიუტანეს.

200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი მათ ანგარიშებზე დაირიცხა.  

ქუთაისში  საახალწლო ნობათი 2100-მა  სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. ანალოგიური საჩუქრები მოხუცებმა იმერეთის ყველა რაიონში დაურიგდათ. „ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე უფროსი ადამიანებისთვის ახალი წლის დადგომის განსაკუთრებულ მილოცვას ითვალისწინებს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოხუცების გახარებული სახეების ნახვა დღეს ამ ტრადიციის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს“ -განაცხადა გუბერნატორმა.

ავტორი: ნიუპრესი