რაზე ოცნებობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი
2013 წელი ქუთაისისთვის პილიტიკურად დაძაბული იყო. ასეთ შეფასებას აკეთებს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია მიმდინარე წელზე, newpress.ge–სთან საუბარში.
მურღულიას განმარტებით, ქალაქში დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ცენტრაულური ხელისუფლება ქუთაისის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.
"თუმცა, შედეგი ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული. ვისურვებდი, 2014 წელსაც ანალოგიურად გაგრძელებულიყოს ცენტრალური ხელისუფლებიდან მხარდაჭერა პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების. ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად საჯარო და გახსნილი იყოს მოსახლეობისთვის. ჩემი ოცნებაა, ისეთი სიტუაციის ჩამოყალიბება, რომ ყველა ერთად დავდგეთ ქალაქისთვის სასიკეთოდ", – განმარტა შოთა მურღულიამ.
შოთა მურღულია ქუთაისის მერი მოვალოების შემსრულებლად, მიმდინარე წლისნოემბერში დაინიშნა. მურღულია ქუთაისის ვიცე–მერობამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ.
ქუთაისის მერიამ მურღულიას დანიშვნამდე (მიმდინარე წელს) ორი მერი – ბესიკ ბრეგაძე და დიმიტრი კოპალიანი გამოიცვლა. ასევე, ქალაქში ექვსჯერ შეიცვლა მერის მოვალოების შემსრულებელი. შოთა მურღულიამ აღნიშნულ პოსტზე, ყოფილი ვიცე–მერი კოტე ლომიძე შეცვალა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა