|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 7 იანვრამდე 
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია +6;+11 გრადუსი; მთაში +2;+7, ხოლო მაღალმთაში _ 0;5 გრადუსი. ღამით დაფიქსირდება ყინვა. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10; -5; კახეთში -5;-3; მთებში -13;-8; ხოლო მაღალმთაში -16;-11.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +1;+6; ზოგან -3 გრადუსამდე, კერძოდ, სამეგრელოსა და ზუგდიდში. მთაში იქნება -8;-3 გრადუსი ყინვა, ხოლო მაღალმთაში -13;-8.
ამასთან, დასავლეთ საქართველოს ბარში დღისით საშუალოდ ტემპერატურა იქნება +7;+12 გრადუსი; მთაში +3;+8; ხოლო მაღალმთაში 0;+5 გრადუსი. 
თბილისში ახალი წლის დღეებში და შემდეგ ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით -4;-2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით +7;+9
ნინო წვერავას განცხადებით, ამინდის პროგნოზში აღნიშნული ყინვები ნორმალურია. მთლიანი თვის კლიმატური პირობების პროგნოზით სხვა წლებთან შედარებით იანვარი თბილი თვე იქნება.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი