|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპოზიტორთა კონკურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის "თიბისი ბანკის" გალერეაში კომპოზიტორთა კონკურსის შედეგები გამოცხადდა.

კონკურსი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობისაა და აღნიშნული კომპოზიტორის ვოკალური ნაწარმოებების თემაზე ინსტრუმენტული ტრანსკრიფციების შექმნას გულისხმობდა.

კონკურსი ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და საქართევლოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ გახლდათ ორგანიზებული.

„კონკურსი შედგება ორი ნაწილისგან, თუმცა ისინი  განუყოფელია. პირველი ნაწილი კომპოზიტორთა კონკურსია და მეორე მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი, რომელიც 2014 წელს განხორციელდება“, – განაცხადა კონკურსის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ქეთი მამუკელაშვილმა.

კონკურსის პრემიები  7 კაციანმა ჟიურიმ ასე გადაანაწილა: პირველი პრემია ერგოთ კომპოზიტორებს: ნინო ჯანჯრავას და მალხაზ მჭედლიშვილს, მეორე პრემიის ლაურეატები გახდნენ - რუსუდან ხორავა, ანა გოქაძე, თამარ ვაშაკიძე. თითქმის ყველა გამარჯვებული რამოდენიმე პრემიის ლაურეატი გახდა სხვადასხვა ჟანრსა და ინსტრუმენტისთვის შექმნილი ნაწარმოებებისთვის. ყველაზე მეტი პრემია (5) მიიღო კომპოზიტორმა გოგა შავერზაშვილმა.

„ის ფაქტი, რომ კომპოზიტორთა კონკურსი დაარსდა ქუთაისში სასიამოვნო და სიმბოლურია. მოგეხსენებათ ქუთაისი კლასიკური მუსიკისა და კლასიკოს კომპოზიტორთა აკვანია. ამ კონკურსის არსებობა არის სტიმული და წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნას ახალი ნაწარმოებები. აქ გვაქვს შემთხვევა, როცა უკვე არსებული თემების მიხედვით არანჟირების ოსტატობის გამოვლინება ხდება. მაგრამ  არანჟირებაც კომპოზიტორმა უნდა გააკეთოს, ეს მიღებული ფორმაა. კარგი, რომ ეს პrეცედენტი შეიქმნა. კულუტურლი ცხოვრების მანიშნებელია“, – აღნიშნა მუსიკოსმა და დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

კონკურსის ორგანიზატორტა თქმით ორ ან სამ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ისინი ხელისუფლების მხარდაჭერას იმედოვნებენ. 

აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერიც ქუთაისის თვითმმართველობა გახლდათ.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი