|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2013 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს

ქუთაისის მერის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა  2013 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა.

წარმატებულ სპორტსმენებს შორის მოხვდნენ ისინი ვინც 2013 წელს საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულები გახდნენ.
საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვეს: ლაშა გურულმა, ლერი ჭელიძემ, გიორგი გოგიტაძემ,ლევან გუგავამ, როსტომ ხახალეიშვილმა, ჯემალ ქურდიანმა, გიორგი ხარაბაძემ, კონსტანტინე ხვისტიანმა, ავთანდილ ჭელიძემ და გუგა კიბორძალიძემ. 
ნომინაციაში გამარჯვებულებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ ფულადი ჯილდოები გადასცა. მათ ასევე, სამახსოვრო საჩუქრები იმერეთის გუბერნატორისგან, ზაზა მეფარიშვილისგანაც მიიღეს.  

ავტორი: დეა მანაგაძე