|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი საჩხერეში, ე.წ საზღვრისმიღმა სოფლის მოსახლეობას შეხვდა

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საჩხერის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პერევში ჩავიდა, სადაც სოფელ ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელში მცხოვრებ 38 ოჯახს გუბერნატორმა საახალწლო ნობათი გადასცა. ადგილობრივებმა გუბერნატორს პრობლემებიც გააცნეს.  მათი თქმით, სოფელში გზის, ტრანსპორტის, ელექტრომომარაგების და სახნავ-სათესი ტექნიკის პრობლემა აქვთ. რწმუნებულმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.

სოფელი ქარძმანი ე.წ. საზღვრის მიღმა 2008 წლის შემდეგ მოექცა. სოფელში 38 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ისინი როგორც ქართული, ისე რუსული საბუთებით სარგებლობენ. მათ საჩხერის რაიონის ქართულ სოფლებთან ურთიერთობა ამ დრომდე აქვთ. 

ავტორი: ნიუპრესი