|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო

ქუთაისში, ტრადიციული საშობაო ნსვლელობა ქალაქის მერიიდან დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები თეთრ სამოსელში იყვნენ გამოწყობილი და საშობაო "ალილოს" ასრულებდნენ.
ალილოს მონაწილეემა ტკბილელული და საჩუქრები ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლისგან, შოთა მურღულიასგან და იმერეთის მხარის გუბერნატორისგან, ზაზა მეფარიშვილისგან მიიღეს.
"მოხარული ვარ, რომ ამ საშობაო ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ამით საშუალება მეძლევა მთელ საქართველოს მივულოცო შობის დღესასწაული. კარგი იქნება თუკი ერთმანეთში მხოლოდ კარგს დავინახავთ", – განმარტა ზაზა მეფარიშვილმა.
საშობაო მსვლელობის მონაწილეები გუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტარტემაც დალოცა.
"მერიასთან შემთხვევით არ ვიკრიბებით. აქ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია იყო, რომელიც დაანგრიეს და ჩვენ ავაშენეთ. ყველას შეგეწიოთ ამ დღის მადლი", –  ამბობს მეუფე კალისტრატე.
"მეალილოებს" მსვლელობის დროს, მოსახლობა საჩუქრებს და ტკბილეულს გადასცემს, რომლებიც ქუთაისში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდებათ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია