ქუთაისში სამლოცველო სამასწლოვან მუხის ხეში გაიხსნა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, დღეს ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო გაიხსნა.
სამსაუკუნოვან მუხის ხეში სამლოცველოს კურთხევას ქუთაისის მერის მოვალების მოვალეობის შემსრულეები, შოთა მურღულია და იმერეთის მხარის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი დაესწრო.
სამლოცველოს კურთხევის შემდეგ მამა თეიმურაზმა განმარტა, რომ ხეში სამლოცველოს გახსნას ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ამირან ხვადაგიანმა ჩაუდგა მეორე სული.
"აქ ყველაფერს სული ამირანმა ჩაუდგა. მან დადო პირობა რომ მოგვიანებით პატარა ხის ეკლესიაც ააშენოს", - განმარტა მოძღვრმა.
ამირან ხვადაგიანის განმარტებით, ახლადგახსნილი სამლოცველო მართმადიდებლობის სამსახურში იქნება.
"ასეთ რამეს საქართველოში ანალოგი არ აქვს", - აღნიშნა ხვადაგიამა.
"ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ბოტანიკურ ბაღში პატარ წალკოტი გვაქვს. რადგან, აქ ამფითეატრიც გაიხსნა", - განმარტა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა